კარგი ამბავი - ცნობილია ალკარასის დაბრუნების თარიღი
საჩოგბურთო სამყაროში სასიამოვნო სიახლეა. რამდენიმე თვიანი პაუზის და მაჯის მძიმე ტრავმის შემდეგ, კარლოს ალკარასი კორტზე ბრუნდება.
ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა TNT Sports ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ესპანელი ჩოგბურთელი ცინცინატის მასტერსზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ალკარასი ცინცინატის მასტერსის მოქმედი გამარჯვებულია და ახლა ტიტულის დაცვას შეეცდება.
ცინცინატის მასტერსი 13 აგვისტოს დაიწყება და 23-ში დასრულდება. ამის შემდეგ კარლოსი ამერიკის ღია პირველობისთვის მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ 7 დიდი სლემის მფლობელმა ბოლოს აპრილში ბარსელონას ტურნირზე ითამაშა, სადაც ტრავმის გამო ყველაფერი ნაადრევად დაასრულა.
ასევე შეგახსენებთ, ალკარასმა საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი გამოტოვა. ესპანელს მნიშვნელოვანი ქულები დააკლდა და ახლა ის ATP რეიტინგში 8160 ქულით მე-3 ადგილზეა.
მეორე პოზიციაზე მყოფ ზვერევს 320 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ იანიკ სინერს 5290-ით.
Carlos Alcaraz is targeting a return to action at the Cincinnati Open in mid-August ???????????? pic.twitter.com/qtNoS7J2Cg
— TNT Sports (@tntsports) July 16, 2026