ლევანტე, ხეტაფე, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

სპორტინგი ლევანტეს კიდევ მილიონს გადაუხდის - ბოლო ცნობები ქოჩორაშვილზე

ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის კარიერა დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიური გამოცემა A BOLA-ს ინფორმაციით, 25 წლის ქართველსა ნახევარმცველსა და „ხეტაფეს“ შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიხუროს.

გასულ სეზონში „ლომებმა“ ქოჩორაშვილი „ლევანტედან“ გადაიბირეს, „სპორტინგმა“ ქართველ ფეხბურთელში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 2 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული. A BOLA-ს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ბონუსი „სპორტინგის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო, რაც შესრულდა და ამის გამო პორტუგალიური კლუბი „ლევანტეს“ კიდევ მილიონ ევროს გადაუხდის.

ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, მისი გამოსასყიდი კი 80 მილიონი ევროა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ესპანურ ფეხბურთს დაუბრუნდება და „ხეტაფეს“ იჯარის წესით შეუერთდება, ერთი წლის შემდეგ კი მადრიდული კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ლევანტეს“ ქოჩორაშვილის მომავალი ტრანსფერიდან 12.75% ეკუთვნის. შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესში „სპორტინგი“ ცდილობს, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ რაც შეიძლება მეტი მიიღოს და ტრანსფერში დახარჯული თანხა ამოიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ უნდა იყიდოს ატალანტამ დავითაშვილი - იტალიური სააგენტოს ვრცელი სტატია
რატომ უნდა იყიდოს ატალანტამ დავითაშვილი - იტალიური სააგენტოს ვრცელი სტატია