გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მამაგეიშვილის 13 წუთი - შტურმმა ჰართსი მეორე მატჩშიც დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში შტურმი სტუმრად ჰართს დაუპირისპირდა და მარტივად 2:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიულ კლუბს საკუთარ კედლებში პირველი მატჩი 4:0 ჰქონდა მოგებული და დღევანდელი დაპირისპირება ფორმუალური ხასიათის იყო.

შტურმის მხრიდან გოლები 64-ე და 68-ე წუთებზე სიდლმა და სოგლომ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ოთარ კიტეიშვილს აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მცირე სათამაშო დრო მიეცა კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, გიზი მამაგეიშვილს, რომელიც მოედანზე მატჩის 77-ე წუთზე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგას პირველ აგვისტოს დაიწყებს და ჩემპიონატს ტიროლთან მატჩით გახსნის. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები