ედუარდო კამავინგა, ალვარო არბელოა
Aa
Aa

„მსაჯმა შეცდომა დაუშვა“ | არბელოამ კამავინგას წითელი ბარათის ეპიზოდზე ისაუბრა

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა. „ბლანკოსის“ დამრიგებელს ედუარდო კამავინგას მდგომარეობაზე ჰკითხეს და არბელოამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ გამართულ საპასუხო მატჩში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„როგორ გრძნობს კამავინგა თავს? დამწუხრებულია და განიცდის, როგორც თითოეული ჩვენგანი. მსაჯის მხრიდან სერიოზულ შეცდომას ჰქონდა ადგილი, რადგან აშკარად არ ახსოვდა, რომ კამავინგასთვის ყვითელი ბარათი უკვე მიცემული ჰქონდა. ეს არის შეცდომები, რომელთა მსგავსიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში არ უნდა მოხდეს.

კამავინგამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 24 წლის ასაკში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მოასწრო თამაში. ბევრი დრო ეძლევა, კარგ დონეს აჩვენებს და კლუბს მისი სჯერა. იმედია, ჩვენთან დიდხანს დარჩება.

როგორ ვარ მე? კარგად ვარ. ვგრძნობ სიამაყეს, რომელიც რეალის ქომაგებს ოთხშაბათს ნაჩვენები თამაშის გამო დაეუფლათ. ველოდები, რომ ხვალ ბერნაბეუ სავსე და ერთიანი იქნება. ქუჩებში არის განწყობა, რომ ნახევარფინალი წაგვართვეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრაში „რეალი“ 3:2-ს იგებდა, რა დროსაც კამავინგა მოედნიდან გააძევეს. დარჩენილ დროში „რეკორდმაისტერმა“ ორი გოლი შეაგდო და ნახევარფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვემბანიამას რეკორდი | სან ანტონიომ პლეიოფი გამარჯვებით დაიწყო
ვემბანიამას რეკორდი | სან ანტონიომ პლეიოფი გამარჯვებით დაიწყო