გამარჯვება მძიმე ბრძოლაში | თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
ძიუდოში, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ვაზარით დაწინაურდა, მეტოქე ორჯერ გააფრთხილეს, თუმცა ერთი გაფრთხილება ქართველმაც მიიღო. საბოლოოდ, გურამმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და კარიერაში მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველომ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება თუშიშვილის ფინალამდე განვლილ გზას, ჯერ კვიპროსელ იანის ანტონიუსთან და შემდეგ თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან იპონი შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი ასევე იპონით დაამარცხა.
თუშიშვილის გამარჯვება ნახევარფინალში
გამარჯვება ფინალში
დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში 7 მედალია: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანეს. სამწუხაროდ, გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდნენ. ილია სულამანიძის აქტივში ბრინჯაოს მედალია.