ლიონელ მესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„სამაგალითო და ყველა დროის საუკეთესოა“ - იამალი მესიზე

Laureus World Sports Awards-ზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად „ბარსელონას“ „ათიანი“ ლამინ იამალი დასახელდა. Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ახალგაზრდა შემტევმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას ლეო მესის შესახებ, რომელიც Laureus-მა წლის საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ დაასახელა.

„როდესაც ხვდები, რომ სპორტსმენი ლეგენდად იქცა არა მხოლოდ სპორტის თავის სახეობაში, არამედ სხვა სახეობებისთვისაც, ეს უბრალოდ არ ხდება. მესი ამის საუკეთესო მაგალითია. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და საუკეთესო სპორტსმენიც.

ჩემთვის ის უბრალოდ ერთ-ერთ კერპი არაა. ყველა პატივს სცემს მესის მისი მიღწევების გამო და იმ მაგალითის გამო, რომელსაც ის სხვებს აძლევს. იმედია, შევძლებ, მისი გზა გავიმეორო.

სხვა თაობას წარმოვადგენ და სოციალურ ქსელებში აქტიური ვარ. ხალხს ფეხბურთთან ერთად ისიც აინტერესებს, რას ვაკეთებთ მოედნის მიღმა. ეს ძალიან მომწონს, ჩემთვის სოცქსელები გულშემატკივრებთან ურთიერთობის საშუალებაა.

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მას მოუთმენლად ველოდები. ბავშვობიდან ვოცნებობდი მუნდიალზე თამაშზე, როგორ დავიცავდი ჩემი ქვეყნის ღირსებას, ტრიბუნებზე კი დედაჩემი იქნებოდა. იმედია, ჩემპიონები გავხდებით“.

ცნობისთვის, 2026 წლის საუკეთესო სპორტსმენი კარლოს ალკარასი, საუკეთესო სპორტსმენი ქალი კი არინა საბალენკა გახდა. წლის საუკეთესო გუნდად პსჟ დასახელდა, ხოლო ნომინაციაში „წლის გარღვევა“ ბრიტანელმა ავტომრბოლელმა ლანდო ნორისმა გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა ათეულს მიუახლოვდა
Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა ათეულს მიუახლოვდა