კარი მშრალად მესამედ შეინახა | ხარატიშვილის მორიგი კარგი მატჩი ჩეხეთში
ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში პლზენი შინ პარდუბიცესთან 0:1 დამარცხდა. ამ გამარჯვებით ლუკა ხარატიშვილის გუნდმა გასავარდნი ზონის ექვსეულს თავი დააღწია. სიგმასთან, კარვინასთან და ზლინთან ერთად საშუალო ჯგუფის ოთხეულში მოხვდა. მოკლედ, შემდეგ სეზონში გარანტირებულად უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, ქართველმა მეკარემ გუნდის ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.
ლუკამ პლზენთან 90 წუთი ითამაშა, მიმდინარე სეზონში მე-10 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მესამედ შეინახა. ასევე, პარდუბიცემ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ამ სამ მატჩში ლუკამ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და სიგმასთან პენალტი მოიგერია.
რაც შეეხება პლზენთან მოგებულ მატჩს, მის აქტივში სამი „სეივია’’. ასევე, შორეული გადაცემით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა პლზენის ფეხბურთელმა ხელით ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო.
ლუკამ სეზონის პირველ ნახევარში სასტარტოდან იაჰიმ სერაკი ამოაგდო. ზამთარში კონკურენტად ალეშ მანდოუსი მოუყვანეს, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ლუკამ კონკურენცია მასაც მოუგო და გუნდის პირველი მეკარე გახდა.
ლუკას გამორჩეული მომენტები პლზენთან