ჭრილობა გაუკერეს | რამდენი ხანი გაუცდება გიორგი მამარდაშვილს
გიორგი მამარდაშვილმა „ევერტონთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი მეკარე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მოედანზე 3 კვირაში დაბრუნდება.
გუშინ ღამით, მამარდაშვილს ანესთეზიით ღია ჭრილობა გაუკერეს, რომელიც მუხლს ქვემოთ „ევერტონის“ შემტევთან შეჯახების შემდეგ გაეხსნა. ფეხბურთელის დაბრუნება ჭრილობის შეხორცებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს განაპირობებს მუხლის მოხრა-გაშლას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. გიორგიმ განაცხადა, რომ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და მოედანზე მალე დაბრუნდება.
ცნობისთვის, 33 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. მერსისაიდელებს მომდევნო შეხვედრა „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ელით.