ბარსელონა, რეალ სოსიედადი, მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

ესპანეთის სუპერ თასი ეგვიპტეში? - მოლაპარაკება დაწყებულია

ესპანეთის სუპერთასის მომდევნო გათამაშებას მასპინძელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ჰყავს. ტურნირის საუდის არაბეთში ჩატარება ამჯერად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან აზიის თასი 7 იანვრიდან 5 თებერვლამდე გაიმართება, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ალტერნატიულ ვარიანტებს აქტიურად განიხილავს.

თავდაპირველად ყველაზე რეალურ კანდიდატად კატარი მიიჩნეოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო ეს ვარიანტიც გაურკვეველი გახდა. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებისა და თეირანის საპასუხო მოქმედებების ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები სერიოზულ გამოწვევად რჩება. მიუხედავად ამისა, კატარი კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა არსებული რისკები კვლავ ძალაშია.

ამავე დროს, ესპანეთის სუპერ თასის მასპინძლობის მსურველთა რაოდენობა იზრდება. ინტერესს იჩენენ აშშ, მექსიკა, ჩინეთი და ეგვიპტეც.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაუკავშირდა ესპანურ მხარეს და კაიროში სუპერთასის ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. ქვეყანაში ესპანური ფეხბურთის პოპულარობიდან გამომდინარე, ორგანიზატორები ტურნირის კომერციულ წარმატებაშიც დარწმუნებულები არიან.

ორ ფედერაციას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც მარტში წარმოქმნილი პრობლემები მოგვარდა. მაშინ „ფინალისიმა“ გადაიდო, ხოლო კორნელიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გაუქმდა. მოგვიანებით ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ესპანურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ რეაგირებისთვისაც, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე ტრიბუნებიდან გაჟღერებულ ანტიმუსლიმურ შეძახილებს მოყვა.

2027 წლის ესპანეთის სუპერთასი თებერვლის პირველ კვირაში გაიმართება. ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“,  „რეალი“ და „სოსიედადი“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი მზადაა, კუნდეში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
ბაიერნი მზადაა, კუნდეში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს