მაიკლ ოლისე
Aa
Aa

რეალის ინტერესი და ბაიერნის პოზიცია | ბოლო ინფორმაცია მაიკლ ოლისეზე

მაიკლ ოლისეს მომავალი უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. ესპანური გამოცემები წერენ, რომ ფრანგი ფეხბურთელის გაფორმებით „რეალი“ ინტერესდება და „სამეფო კლუბი“ მზადაა, მის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

BILD-ის მიხედვით, „რეალში“ გადასვლა ოლისესაც უნდა. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მან საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უთხრა, რომ მადრიდული გრანდის რიგებში თამაში სურს. ოლისეს სურვილის მიუხედავად, „ბაიერნი“ მის გაყიდვას არ აპირებს. „რეკორდმაისტერის“ მიზანია მაიკლს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და მზადაა, ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.

BILD-ის ცნობით, ამჟამინდელი ვითარება ასეთია: ოლისე „ბაიერნს“ იძულებულს არ გახდის, რომ გაყიდოს. მაიკლი პრობლემური ფეხბურთელი არ არის და მთლიანობაში, „რეკორდმაისტერში“ ყოფნით კმაყოფილია. ასე რომ, „რეალს“ მის გასაფორმებლად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, „ბაიერნი“ მშვიდადაა. „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელებმა ეს საკითხი განიხილეს და ოლისეს შენარჩუნებას სრულად მხარს უჭერენ. „ამ მომენტისთვის „რეალისთვის“ ყველა კარი დაკეტილია“, — აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ ოლისეს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 150 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი მეურვე მესის? არგენტინა ბინძური გუნდია? | დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია
პირადი მეურვე მესის? არგენტინა ბინძური გუნდია? | დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია