დამეხმარე, პრეზიდენტო ტრამპ| კაპდევილას აშშ-ში არ უშვებენ და ფინალს ვერ ესწრება
ესპანეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი ჟოან კაპდევილა დახმარებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვს, რადგან აშშ-ში შესასვლელი ESTA-ს (ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაცია) მიღებაზე უარი ეთქვა.
„დამეხმარე, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ... მე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ვარ და აშშ-ში შესვლის უფლებას არ მაძლევენ! ახლახან მითხრეს, რომ შვილებთან ერთად ფინალზე გამგზავრებას ვერ შევძლებ, რადგან ESTA-ზე უარი მითხრეს.
შეუძლია ვინმეს დამეხმაროს? წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად მოუთმენლად ველოდი იქ ყოფნას ჩემს 2010 წლის თანაგუნდელებთან და ოჯახთან ერთად, რათა ესპანეთის ნაკრებს ვუგულშემატკივრო. არ მჯერა, რომ აშშ-ში შესვლის უფლებას არ მაძლევენ... და ჩემს შვილებთან ერთად ასეთ განსაკუთრებულ მომენტს ვკარგავ, მათ ხომ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მიზეზი? ათი წლის წინ ირანში სათამაშოდ ვიყავი და ახლა აშშ-ში შესვლა ამის გამო მეკრძალება“, — განაცხადა კაპდევილამ რადიო COPE-თან საუბარში.
48 წლის ჟოან კაპდევილა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2002-2011 წლებში თამაშობდა. „ფურია როხასთან“ ერთად მან 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
2026 წლის მუნდიალის ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი MetLife Stadium-ზე გაიმართება (ისტ რუზერფორდი, ნიუ-ჯერსი, აშშ).