„როდესაც ასე აგებ, შენს აურას კარგავ“ - UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ფრენკი ედგარმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ „ელ მატადორმა“ თავისი აურა დაკარგა.
რას ამბობს ედგარი:
„როდესაც მარცხდები, განსაკუთრებით ასეთი ფორმით, შენს აურას კარგავ. ხალხი ფიქრობდა, რომ თოფურია შესაძლოა ყოფილიყო შემდეგი მოვლენა, შემდეგი დიდი ვარსკვლავი, რომელიც ოპონენტებს გაანადგურებდა და საკუთარ პირობებს წამოაყენებდა, და ის ნამდვილად ასეთი იყო. ის ამართლებდა ამ მოლოდინებს, სანამ ჯასტინ გეიჯი არ გამოჩნდა და ამ ყველაფერს წერტილი არ დაუსვა. ახლა თოფურია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ამ ბრძოლამდე იყო.“
ცნობისთვის, ილიას ფიზმომზადების მწვრთნელის, ხესუს გალიოს თქმით, თოფურიას შეეძლება, დეკემბრის ბოლოს იჩხუბოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი 2027 წლის დასაწყისში დაბრუნებაა. გეიჯისთან მარცხის შემდეგ ილიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.