„გეიჯიმ კარიერა უნდა დაასრულოს, შემდეგ კი...“ - ცარუკიანს ქამრისთვის ბრძოლა უნდა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა მსუბუქ წონაში მომავალ ჩხუბსა და შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. სომეხი მებრძოლი ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯიმ კარიერა უნდა დაასრულოს და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადოს.
რა თქვა ცარუკიანმა:
„როდის ვიჩხუბებ UFC-ში? ორშაბათს ვეგასში მივდივარ და სიახლეები მექნება, ასე რომ მალე ვიჩხუბებ. რაც შეეხება გეიჯის, ჩემი აზრით, უნდა წავიდეს და საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადოს, ტიტული უნდა დათმოს. ვის შევხვდები ამ ქამრისთვის ბრძოლაში? პედის. ეს UFC-სთვის კოშმარი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს.“
ჯასტინ გეიჯიმ, რომელმაც ორი კვირის წინ სენსაციურად წაართვა საჩემპიონო ქამარი ილია თოფურიას, უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, დიდი ალბათობით, ოქტაგონზე აღარ დაბრუნდება, არმან ცარუკიანმა კი ბოლოდროინდელ ინტერვიუში მიანიშნა, რომ სექტემბერში შესაძლოა ბრძოლა ჩაატაროს ჩარლზ ოლივეირასთან, რომელიც 2024 წელს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.