„როგორც იქნა, ვიღაცამ მახსენა“ - ბორალიომ ჩიმაევის გამოწვევას უპასუხა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა, კაიო ბორალიომ ყოფილი ჩემპიონის, ხამზატ ჩიმაევის გამოწვევა მიიღო.
რამდენიმე დღის წინ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში ჩხუბისთვის მზადყოფნა დაადასტურა და ოთხი მებრძოლი გამოიწვია.
„მზად ვარ! შემატყობინეთ, თქვენც რომ იქნებით მზად!“ - დაწერა „ბორზმა“ და ჩემპიონი შონ სტრიკლენდი, ყოფილი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი, რეიტინგის მესამე ნომერი ნასურდინ იმავოვი და მეექვსე ნომერი კაიო ბორალიო გამოიწვია.
ჩიმაევის გამოწვევას პირველმა ბრაზილიელმა უპასუხა:
„როგორც იქნა, ვიღაცამ მახსენა! ძმაო, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ! მზად ვარ ნოემბრისთვის ან დეკემბრისთვის“.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩიმაევსა და ბორალიოს ერთად უვარჯიშიათ.
ცნობისთვის, ბორალიომ ბოლოს მიმდინარე წლის მარტში რეინიე დე რიდერს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, ჩიმაევმა კი მაისში საჩემპიონო ბრძოლა შონ სტრიკლენდთან წააგო.