ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„ილია უფრო ძლიერი დაბრუნდება“ - ბისპინგმა პიმბლეტი-თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა თავის Youtube-არხზე ილია თოფურიაზე და მის სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა.

„პედი პიმბლეტის მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯი არ იქნება. ილია თოფურია? შეიძლება, იმიტომ რომ მათ დაპირისპირების ისტორია აქვთ და ერთმანეთის მისამართით ბევრი რამ აქვთ ნათქვამი.

ისინი ოქტაგონში პირისპირ იდგნენ და პედი ძალიან დიდი ჩანდა. იმის შემდეგ, რაც პიმბლეტმა ბენუა სენ-დენის გაუკეთა, არ ვიცი, მოუნდება თუ არა ილიას მასთან ჩხუბი. თუმცა არ შეიძლება იმის დავიწყება, რასაც თოფურიამ მიაღწია, მხოლოდ იმიტომ რომ მან ჯასტინ გეიჯისთან წააგო. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამიტომ თოფურია-გეიჯის ჩხუბი შესანიშნავი იქნებოდა“.

ცნობისთვის, დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ პედი პიმბლეტმა 52 წამში ბენუა სენ-დენი მახრჩობელა ილეთით დააფინიშა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, მისი ბოლო ბრძოლა თეთრ სახლში შედგა, სადაც „ელ მატადორმა“ ასევე გეიჯისთან წააგო და მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი წამიერად შეიცვალა“ | ილიამ განქორწინებაზე ისაუბრა
„ყველაფერი წამიერად შეიცვალა“ | ილიამ განქორწინებაზე ისაუბრა