„ხაბიბი ერთ დღეს ორივეს დაამარცხებდა“ - ცნობილი მწვრთნელი ილიაზე და გეიჯიზე
MMA-ის სამყაროში ცნობილმა მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთ დღეს ორივე მათგანის დამარცხებას შეძლებდა.
რას ამბობს ზაჰაბი:
„ვფიქრობ, ხაბიბი ამ დროისთვისაც ყველაზე წინ არის. საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ თავის დროზე იყო დიდებული - ვფიქრობ, ის დღესაც ყველას დაამარცხებდა. ის ახლავე მოუგებდა გეიჯის. მოუგებდა თოფურიას. ხაბიბი და თოფურია ხუთრაუნდიან ბრძოლაში რომ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს და მერე, იმავე საღამოს, ხაბიბს გეიჯის წინააღმდეგ რომ გაემართა კიდევ ერთი ხუთრაუნდიანი ბრძოლა, გამარჯვებულად ორივე შემთხვევაში მაინც ხაბიბს დავასახელებდი.“
ცნობისთვის, ფირას ზაჰაბი სხვადასხვა წლების განმავლობაში ისეთი მებრძოლების მწვრთნელი იყო, როგორებიც არიან ჟორჟ სენ-პიერი, რორი მაკდონალდი, არნოლდ ალენი, რაიან ჰოლი, აიმან საჰაბი და სხვები.