დენიელ კორმიე, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ყოველთვის ნურმაგომედოვებს იცავს“ | კორმიე უსმანზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს

UFC-ის შანხაის ღონისძიებაზე უმარ ნურმაგომედოვი სონგ იადონგთან დამარცხდა. უმარი ნოკაუტში ჩავარდა და მსაჯის მიერ ორთაბრძოლის გაჩერების სიგნალის შემდეგ, მისი ძმა, უსმან ნურმაგომედოვი ოქტაგონში შევარდა. ამ დროს, სონგი ოქტაგონში დარბოდა და ნურმაგომედოვმა მას კინაღამ ჩხუბი დაუწყო.

უსმანის ქცევას დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მას დამცველებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი დამცველი UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, დენიელ კორმიე გახლავთ. „დისიმ“ განაცხადა, რომ ის, რაც ნურმაგომედოვმა გააკეთა, აკრძალულია და არ შეიძლება, თუმცა დასძინა, რომ უსმანისთვის შეღავათის გაწევა შეიძლება, რადგან საუბარი მის ძმაზეა.

კორმიეს განცხადებას UFC-ის ყოფილი მებრძოლი, დარენ ტილი გამოეხმაურა, რომელმაც „დისი“ გააკრიტიკა: „კორმიე ყოველთვის დაცვით პოზიციაში რატომაა, როდესაც საუბარი ნურმაგომედოვებს ეხებათ? ეს ძალიან მაღიზიანებს. კორმიემ, როგორც UFC-ში მომუშავე ადამიანმა, უნდა თქვას, რომ უსმანი ოქტაგონში არ უნდა შესულიყო. სონგი დიდი სახელის მქონე მებრძოლის წინააღმდეგ ნოკაუტით გამარჯვებას ზეიმობდა და კორმიემ როგორღაც მოახერხა და უსმანი დაიცვა.

შე პატარა კარტოფილო, ეს რატომ გააკეთე? რატომ? რატომ? გულახდილი ვიქნები: UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად გთვლი, მაგრამ შენი ქცევები და ის, როგორც იქცევი, საზიზღრობაა. კომენტირება შეწყვიტე და მათ ელჩად დაიწყე მუშაობა, შე კარტოფილო“.

ცნობისთვის, უსმანის ქმედების შესახებ დენა უაითსაც ჰკითხეს და UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნურმაგომედოვი ზღვარს ნამდვილად გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს