„თოფურიასთვის იდეალური ვარიანტი ვარ“ - მოიკანოს ილიასთან ჩხუბი სურს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ ილია თოფურიასთან ჩხუბის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაიან ორტეგასთან გამარჯვების შემთხვევაში „ელ მატადორთან“ ბრძოლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
მოიკანომ შესაძლო სცენარი განიხილა, რომელიც მას ჯერ მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლისკენ მიიყვანს, შემდეგ კი ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევთან ჩხუბის შესაძლებლობას მისცემს.
რას ამბობს მოიკანო:
„ბრაიან ორტეგას თუ დავამარცხებ, მსუბუქ წონაში ათი მოგება და მხოლოდ ორი წაგება მექნება. ბიჭი, რომელიც რეიტინგში მე-7 ნომერია. ხალხს მარტივ მოწინააღმდეგედ მივაჩნივარ, კი თოფურიას საცემად ვინმე მარტივი სჭირდება. გინდათ აღდგენითი ბრძოლა? ვფიქრობ, იდეალური ვარიანტი ვარ - ტიპი, რომელიც ტოპ 10-ის მოწინააღმდეგეებთან ორი წაგებიდან მოდის. შეიძლება ორი სხვადასხვა თოფურია ვიხილოთ: ერთი, რომელიც საბოლოოდ გატყდება, ან მეორე, რომელიც მომდევნო მეტოქეს ყველაფრისთვის აზღვევინებს. იმიტომ, რომ მაგრად ცემეს და დიდი ზიანი მიიღო. მის დაბრუნებას დრო დასჭირდება, ალბათ მხოლოდ მომავალ წელს“.
„ვეძებ ისეთ ბრძოლებს, რომლებიც საზოგადოებას ჩემს თავს უკეთ გააცნობს. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მომავალი მეტოქე თოფურია იქნებოდა. თოფურიას დავამარცხებდი და შემდეგ ჯასტინ გეიჯის ქამარს წავართმევდი. მერე წონით კატეგორიას შევიცვლიდი და ისლამს ვცემდი. არჩევანი რომ მქონდეს, ასე ვიზამდი (იცინის). ყოველთვის მინდოდა 77 კგ-ში ბრძოლა. ვეტყოდი მას: „ძმაო, იმ ბრძოლაში მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა, სრული კემპით კი მოგკლავ“.
რენატო მოიკანო ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 20 სექტემბერს, UFC 331-ზე, ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ გამართავს.