„საკუთარ თავს ადიდებდა და სკამზე დანებდა“ | უსმან ნურმაგომედოვმა ილიაზე ისაუბრა
PFL-ის ჩემპიონმა, უსმან ნურმაგომედოვმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებზე ისაუბრა. უსმანმა ყურადღება ილია თოფურიაზე, პედი პიმბლეტსა და არმან ცარუკიანზე გაამახვილა.
„ამბობენ, რომ თუ UFC-ში არ ასპარეზობ, იმავე დონეზე არ იმყოფები. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. უბრალოდ შეხედეთ მებრძოლებს, რომლებიც ტოპ 10-ის წევრები არიან. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან და ტოპ 10-ში ადგილს ინარჩუნებენ.
ბენუა სენ-დენიმ ოთხი ჩხუბი მოიგო, შემდეგ დასტინ პორიესთან და რენატო მოიკანოსთან წააგო. გამოვიდა, ისევ ოთხი ჩხუბი მოიგო და შემდეგ პირველ რაუნდში, 30 წამში წააგო.
პედი პიმბლეტმა 37 წლის მებრძოლთან, ვეტერანთან წააგო და ახლა პირველი თუ მეორე ნომერია. თოფურია, რომელსაც 17:0-ზე ჰქონდა, საკუთარ თავს ადიდებდა და დამარცხდა. სკამზე დაჯდა და თქვა, გაგრძელება აღარ მინდაო.
არმან ცარუკიანი მატეუშ გამროტთან და ისლამ მახაჩევთან დამარცხდა. ზის, ელოდება, წელიწადში ერთხელ ჩხუბობს და შემდეგ ამბობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია. იმ პერიოდში, როცა ცარუკიანმა ორი ბრძოლა გამართა, მე საჩემპიონო ქამარი ოთხჯერ დავიცავი“.
სხვათა შორის, უსმანს PFL-თან კონტრაქტი ამოეწურა და ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. MMA-ის ფანები UFC-ის მოუწოდებენ, ნურმაგომედოვი გაიფორმოს, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ PFL თითო ჩხუბის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაზეც უარი თქვა.