„ასეთი რაღაცები უბრალოდ არ მესმის“ - ოლმო ალვარესის ამბებზე
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა დანი ოლმომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მხრიდან ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის მცდელობებზე ისაუბრა, რომლებმაც საბოლოოდ გაამართლეს და არგენტინელი იძულებით „როხიბლანკოში“ დარჩა.
„ხულიანი შესანიშნავი მოთამაშეა, ბრწყინვალე „ცხრიანი“, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
მე ასეთი რაღაცების არ მესმის. საბოლოო ჯამში, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ოცნებები აქვს. ვფიქრობ, ხულიანმაც ეს ნათლად აჩვენა. ის საკუთარი ოცნებებისთვის იბრძოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არსებობს სხვა გარე ფაქტორებიც, რომლებსაც ადამიანი ვერ გააკონტროლებს“,
- განაცხადა ოლმომ.
ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგა დროებით შეჩერებულია. ვერც ერთმა მხარემ თავისი ვერ მიიღო - „ატლეტიკო“ ცდილობდა ალვარესი „არსენალში“ ან სადმე სხვაგან ( ლა ლიგის მიღმა) გაეშვა, თუმცა ფეხბურთელს მხოლოდ „ბარსელონაში“ გადასვლა სურდა. საბოლოოდ, კონფლიქტი გაყინული დარჩა და დიდი ალბათობით, იანვრის ან მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრებისას ყველაფერი თავიდან დაიწყება.