ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„პედი ილიას მოუგებს“ - შონ ომალი და ტიმ უელჩი თოფურია-პიმბლეტის ჩხუბზე

ამერიკულ მედიაში რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ UFC ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ჩხუბზე მუშაობს და ეს ბრძოლა შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს, ლას-ვეგასში შედგეს.

ცოტა ხნის წინ, ამასთან დაკავშირებით თავის იუთუბ არხზე UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ო’მალიმ და მისმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა ისაუბრეს და ფავორიტები განიხილეს. მათი აზრით, „ბედისა“ და „ელ მატადორის“ ბრძოლაში პედი პიმბლეტი გაიმარჯვებს.

უელჩი - „პედი დიდი გამარჯვების შემდეგ ბრუნდება. ის თავდაჯერებულია და ფიზიკურად უფრო დიდი. ილია კი ყველაზე სასტიკი მარცხის შემდეგ დაბრუნდება, რაც კი ოდესმე განუცდია.“

ო’მალი - „ამ მომენტისთვის უფრო პედის გამარჯვებისკენ ვიხრები.“

მათი პოდკასტის პროდიუსერმა თქვა, რომ გეიჯი 91%-იანი შანსით 2026 წელს ჩემპიონად დარჩება, რასაც უელჩისგან და ო’მალისგან ასეთი პასუხი მოჰყვა:

უელჩი - „მართლა?“

ო’მალი - „რთული სათქმელია. ეს მონეტის აგდებას ჰგავს. მაინც ვფიქრობ, რომ ილიას ქამბექი შეუძლია.“

თუ ჭორებს დავუჯერებთ, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლა 2026 წლის დეკემბერში გაიმართება, მათ შორის გამარჯვებული კი საჩემპიონო ჩხუბში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან ბრძოლის შემდეგ, ჩემი მემკვიდრეობა სრულყოფილი გახდა“ - გეიჯი
„ილიასთან ბრძოლის შემდეგ, ჩემი მემკვიდრეობა სრულყოფილი გახდა“ - გეიჯი