კოტე ტუღუში
Aa
Aa

U20 - საქართველოს ნაკრები ჩრდ.მაკედონიასთან დამარცხდა

საქართველოს ახალგაზრდული კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, რის შემდეგაც კლასიფიკაციის მატჩში მეცხრე ადგილისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ბალკანელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრები ანგარიშით 62:97 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია მეცხრე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო ქართველი კალათბურთელები მე-13 პოზიციისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია და ის სხვა კლასიფიკაციის შეხვედრების შედეგების შემდეგ გაირკვევა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ მატჩში საქართველოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აბულაძე იყო, რომელმაც 12 ქულა დააგროვა. კიდევ ორმა ქართველმა კალათბურთელმა, აროშიძემ და ბუკიამ, შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ტურნირზე კიდევ ერთი შეხვედრა დარჩა, სადაც გამარჯვებას და ტურნირის მე-13 ადგილზე დასრულებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები