ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

მოიგებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს? - რას ამბობს ტოტი

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ, გადაცემა FONtour-ში სტუმრობისას 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს რომ ამ სეზონის „ოქროს ბურთს“ გადასცემდეთ, ვის მიანიჭებდით მას?

მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით?

მსოფლიო ჩემპიონატის, მთლიანად ამ სეზონისა და ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით.

ვინც მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, „ოქროს ბურთსაც“ ის მიიღებს.

რას იტყვით პსჟ-ს მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაზე? შეუძლია თუ არა მას „ოქროს ბურთის“ მოგება, თუ ამ სეზონში არა, მომავალში მაინც?

ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ფეხბურთელზე, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო ძლიერდება. ის „პსჟ“-ში თამაშობს და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალში შეძლებს ამ ჯილდოს მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. პარი სენ-ჟერმენთან ერთად ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა