ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, იური სიომინი
Aa
Aa

„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ისაუბრა. სიომინმა ფავორიტი დაასახელა და თვლის, რომ პრესტიჟული ჯილდო სწორედ ქართველ ფეხბურთელს უნდა გადაეცეს.

„ლიონელ მესი საოცარ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერია, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გუნდში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს“.

ცნობისთვის, Goal-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია მეშვიდე პოზიციას იკავებს. ხვიჩა ჰარი კეინს (პირველი ადგილი), ლიონელ მესის (მეორე ადგილი), ლამინ იამალს (მესამე ადგილი), მაიკლ ოლისეს (მეოთხე ადგილი), კილიან მბაპესა (მეხუთე ადგილი) და უსმან დემბელეს (მეექვსე ადგილი) ჩამორჩება.

Givemesport-ის რეიტინგში პირველზე ლიონელ მესია. მეორე პოზიციას ლამინ იამალი იკავებს, ხოლო ჰარი კეინი მესამეზეა. ინგლისელის შემდეგ უსმან დემბელე, კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე, ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი და ერლინგ ჰოლანდი მოდიან. Givemesport-ის რეიტინგში „კვარა“ მეათეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თორნიკე კვარაცხელია მაგრად დაგვეხმარა | ქეცბაია მონდორფის გამოთიშვის შემდეგ
თორნიკე კვარაცხელია მაგრად დაგვეხმარა | ქეცბაია მონდორფის გამოთიშვის შემდეგ