ეს მატჩი დეშამის მემკვიდრეობას ვერ შელახავს | მბაპე ინგლისთან მარცხის შემდეგ
2026 წლის მუნდიალის მესამეადგილისთვის მატჩში საფრაგეთი ინგლისთან 4:6 დამარცხდა. პირველი ტაიმი რაისის, კონსასა და საკას (2) გოლებით ტუხელის გუნდმა 0:4 მოიგო. შესვენების შემდეგ მბაპესა (2) და ბარკოლას გოლებმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, საკას ჰეთ-თრიკით ორბურთიანი სხვაობა აღდგა. დამატებულ წუთებზე გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, დემბელეს გოლს ბელინგემმა უპასუხა და მატჩი ინგლისელთა სასარგებლოდ 4:6 დასრულდა.
კილიან მბაპე: „ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი იყო. პირველი ნახევრიდან გამომდინარე მესმის, რატომ ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი, რომ თავი შევირცხვინეთ და ამ მაისურს სათანადო პატივი ვერ ვეცით. მე კი ვიტყოდი, რომ უბრალოდ ადამიანები ვიყავით და ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ სრულად დაბნეულები ვიყავით, მათ კი ნამდვილად გამოგვაფხიზლეს.
მეორე ტაიმში ისევ დავუბრუნდით ჩვენს დონეს — უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, მენტალურად ძლიერი მანქანები გავხდით. საბოლოოდ, ვერ მოვიგეთ და ეს სამწუხაროა მწვრთნელისთვის (დიდიე დეშამისთვის). გვინდოდა, მისთვის რაღაც გაგვეკეთებინა.
პირველი ტაიმი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მას იმედი გავუცრუეთ — ეს საერთოდ არ იყო ის, რასაც მისთვის ვაპირებდით. ეს მატჩი დიდიე დეშამის მემკვიდრეობას ვერ შელახავს''.
დეშამი „სამფეროვნებს'' 2012-26 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (2018), მუნდიალის ფინალში დამარცხდა (2022), წელს კი მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. ამასთან ერთად, ევრო 2016-ზე საფრანგეთი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე, 2021 წელს ერთა ლიგა მოიგო.