დიდიე დეშამი
Aa
Aa

ამ მაისურის ტარებაზე მშვენიერი არაფერია | დეშამი საფრანგეთის ნაკრებს დაემშვიდობა

2026 წლის მუნდიალის მესამეადგილისთვის მატჩში საფრაგეთი ინგლისთან 4:6 დამარცხდა. პირველი ტაიმი რაისის, კონსასა და საკას (2) გოლებით ტუხელის გუნდმა 0:4 მოიგო. შესვენების შემდეგ მბაპესა (2) და ბარკოლას გოლებმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, საკას ჰეთ-თრიკით ორბურთიანი სხვაობა აღდგა. დამატებულ წუთებზე გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, დემბელეს გოლს ბელინგემმა უპასუხა და მატჩი ინგლისელთა სასარგებლოდ 4:6 დასრულდა.

დიდიე დეშამი: რა თქმა უნდა, ეს მარცხია... მაგრამ როდესაც 0:4-ს აგებ... პირველი ტაიმი ჩვენთვის წარმოუდგენლად ცუდი იყო. მეორე ტაიმში რეაქცია აუცილებლად უნდა გვქონოდა. გასათანაბრებლად ორი შანსიც გვქონდა... მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ. მიუხედავად ამისა, მარცხი მტკივნეულია.

მუნდიალის მესამე ადგილზე დასრულება უკეთესი იქნებოდა. დიდი ამბიციებით ჩამოვედით... ესპანეთთან მატჩი ჩავაგდეთ, ეს არის ფაქტი, თუმცა ყველაფერი ცუდად არაა. ამ გუნდს აქვს ფეხბურთის ხარისხი, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც კიდევ უფრო განვითარდებიან. ამ გუნდს აქვს რესურსი, რომ მომავალშიც ძალიან კარგი შედეგები აჩვენოს.

მათთან ერთად ეს ძალიან ლამაზი თავგადასავალი იყო. ის რვა კვირა, რომელიც ერთად გავატარეთ, მართლაც განსაკუთრებული იყო.. იმედგაცრუება იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ემოციები შეგვექმნა. ათობით მილიონმა ფრანგმა შეძლო ამ ემოციების გაზიარება... პროფესიულ ცხოვრებაში არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ამ მაისურის ტარება.“

დეშამი „სამფეროვნებს'' 2012-26 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (2018), მუნდიალის ფინალში დამარცხდა (2022), წელს კი მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. ამასთან ერთად, ევრო 2016-ზე საფრანგეთი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე, 2021 წელს ერთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები