ვახტანგ სალია
Aa
Aa

კარგი ამბავი: სალია დაბრუნდა და ნიუკასლის პირველ გუნდში ითამაშა

ედი ჰაუს გაწვრთნილმა „ნიუკასლმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრაში „დარლინგტონს“ 3:0 მოუგო. გოლები ჯო უილოკმა, უილიამ ოსულამ და შონ ნივმა გაიტანეს. მატჩი დახურული იყო, რეპორტაჟი არ განხორციელებულა.

მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. მეორე ტაიმის თერთმეტეულში 18 წლის ვახტანგ სალიამ ითამაშა, რომელსაც ტრავმის გამო გასული სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა.

როგორც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მეორე ტაიმში მოედანზე გამოსულ ახალგაზრდულ შემადგენლობაში შონ ნივი და ტრევან სანუსი იყვნენ „ნიუკასლ იუნაიტედის“ ის ფეხბურთელები, რომლებსაც „კაჭკაჭების“ პირველ გუნდში, ოფიციალურ მატჩებში თამაშის გამოცდილება ჰქონდათ.

„ნიუკასლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 25 ივლისს, „გეითსჰედის“ წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება გუნდის პირველი მოსამზადებელი შეხვედრა ახალი სეზონისთვის, რომელსაც გულშემატკივრები დაესწრებიან.

„ნიუკასლ იუნაიტედი“ (პირველი ტაიმი): ნიკ პოუპი, ლეო შაჰარი, ალექს მერფი, სვენ ბოტმანი, ლუის ჰოლი, ჯეიკობ რემზი, ჯო უილოკი, შონ სტეური, ჯეიკობ მერფი, უილიამ ოსულა, ჰარვი ბარნსი

„ნიუკასლ იუნაიტედი“ (მეორე ტაიმი): ევენ ჟაუენი, მეისონ მაილი, მიოდრაგ პივაში, ლუკ კრეგსი, დილან ჩარლტონი, რორი ფინერანი, ენტონი მუნდა, შონ ნივი, ტრევან სანუსი, პარკ სუნგ-სუ, ვახო სალია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანის გოლი და საგოლე პასი | გაშვებული გოლისას მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა
ეგოიანის გოლი და საგოლე პასი | გაშვებული გოლისას მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა