მიქაუტაძის 45 წუთი ბენფიკასთან - ვილიარეალი ამხანაგურ მატჩში დამარცხდა
ვილიარეალმა მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ყვითელი წყალქვეშა ნავი ამხანაგურ მატჩში ბენფიკას დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 45 წუთი დაყო. მწვრთნელმა ის შესვენებაზე შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ჟორჟი აქტიურობდა, თუმცა მატჩი მთლიანად გუნდმა ჩააგდო. ბენფიკას მხრიდან გოლები რაფა სილვამ და პავლიდისმა გაიტანეს.
ცნობისთვის, ვილიარეალი უახლოეს პერიოდში კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ყვითელი წყალქვეშა ნავი 25 ივლისს პსვ-ს დაუპირისპირდება, 5 აგვისტოს ლევანტეს, ხოლო 8 აგვისტოს გალათასარაის.
რაც შეეხება ლა ლიგას, ვილიარეალი პირველი ტურის მატჩს 16 აგვისტოს რასინგის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ სანტანდერულ კლუბში გიორგი გულიაშვილი თამაშობს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.