მეცი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

დუბლი ამხანაგურ მატჩში - აბუაშვილმა სერენთან გაიბრწყინა

ფრანგულმა მეცმა მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გიორგი აბუაშვილის გუნდი სერენს დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.

აღნიშნულ მატჩში გიორგი აბუაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და თავი დუბლით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიური კლუბის კარი ჯერ პირველ ტაიმში, 29-ე წუთზე აიღო, ხოლო შემდეგ 62-ე წუთზე.

შეგახსენებთ, რომ აბუაშვილი მომავალ სეზონს იჯარის წესით კვლავ მეცში გაატარებს. გასულ სეზონში გიორგიმ მეცის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 24-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მეცი სეზონის დაწყებამდე 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 22 ივლისს სოშოს დაუპირისპირდება, 25 ივლის სიტარდს, ხოლო პირველ აგვისტოს კაიზერსლაუტერნს.

რაც შეეხება ლიგა 1-ს, მეცი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გინგამს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები