კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილს გოლის გატანა შეეძლო - კრაიოვამ უტა არადს მოუგო

რუმინეთში სუპერლიგის ახალი სეზონი დაიწყო, რომლის პირველ ტურშიც ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ „უტა არადს“ უმასპინძლა.

მე-12 წუთზე მექვაბიშვილი საჯარიმოს გარედან სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

38-ე წუთზე მექვაბიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და მწვრთნელმა ის მე-60 წუთზე შეცვალა. Sofascore-მა ქართველი ნახევარმცველის თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 58-დან 55 ზუსტი პასი (95%), 5-დან 4 ზუსტი გრძელი პასი, 1 დარტყმა კარისკენ, 66 შეხება ბურთთან, 1 ჩაჭრა, 4-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 1 ჯარიმა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ. 62-ე წუთზე სამუელ ტელესმა ანგარიში გახსნა, 87-ე წუთზე შტეფან ბაიარამმა „კრაიოვას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 89-ზე სიმონ ელისორმა „უტა არადს“ მესამე გოლი გაუტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

22 ივლისს „კრაიოვა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ბულგარულ „ლევსკის“ ესტუმრება, 25 ივლისს კი სუპერლიგის მატჩში ბუქარესტის „დინამოს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ძალიან კარგი მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის რჩევა მამარდაშვილს
    „ძალიან კარგი მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის რჩევა მამარდაშვილს