საუკეთესო დაცვითი მოთამაშე - ვემბანიამა NBA-ის ისტორიაში შევიდა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო დაცვით მოთამაშედ „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერი, ვიქტორ ვემბანიამა დაასახელა.
ფრანგი კალათბურთელი ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია - მას იანვარში 22 წელი შეუსრულდა. რეგულარულ სეზონში დაფარებების რაოდენობით ფრანგი კალათბურთელი ზედიზედ სამი სეზონი ლიდერობს.
NBA-ში თავის სადებიუტო სეზონში ვემბანიამა მეორე ადგილზე გავიდა, მეორე სეზონში ტრავმის მიღებამდე ფავორიტად ითვლებოდა, მიმდინარე სეზონში კი შანსი არავის დაუტოვა.
ვემბანიამამ ჯილდო ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღო. გამოკითხვაში მონაწილე ასივე ჟურნალისტმა ის პირველ ადგილზე დაასახელა (500 ქულა). მეორე აგდილზე 239 ქულით ჩეთ ჰოლმგრენია (ოკლაჰომა), მესამეზე კი 60 ქულით ოსარ თომფსონი (დეტროიტი).
გარდა ამისა, ვემბანიამა გახდა მესამე კალათბურთელი დევიდ რობინსონისა და მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც საუკეთესო ახალწვეული და საუკეთესო დაცვითი მოთამაშე გამხდარა.
მიმდინარე კვირაში NBA ჯილდოების გამარჯვებულების დასახელებას გააგრძელებს. ვემბანიამა MVP ჯილდოს საუკეთესო სამეულშიც მოხვდა - მისი კონკურენტები კი შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა) და ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) არიან.