ოქროს მოპოვების შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო | ბერდელიძე ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. აკვრაში გოდერძი ბერდელიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი ცდისას 123 კგ. დააფიქსირა, მეორე ცდა წარუმატებელი იყო, თუმცა მესამე ცდისას 125 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სამწუხაროდ, ატაცში გოდერძი ბერდელიძემ ტრავმა მიიღო, საკაცით გაიყვანეს.