ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„გეიჯის შეუძლია სენსაცია მოახდინოს“ | პედი პიმბლეტი ილიას მომდევნო ჩხუბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლის ჩანიშვნას გამოეხმაურა. „ბედიმ“ საკუთარი პროგნოზიც შემოგვთავაზა. ინგლისელი ვარაუდობს, რომ სენსაცია მოხდება და „ელ მატადორი“ დამარცხდება.

„ჩემი ორი მეგობარი მთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. ილიამ თქვა, რომ დაახლოებით ამ პერიოდში დაბრუნდებოდა და ივნისი მისთვის იდეალური ვარიანტია. რაც შეეხება გეიჯის, როდესაც ჯასტინი ჩემთან ჩხუბობდა, სურდა, დავემარცხებინე და შემდეგ თეთრ სახლში გასამართ ტურნირზე ეჩხუბა.

ცოტათი ეშმაკური ვარაუდი მაქვს. ვფიქრობ, გეიჯის შეუძლია სენსაცია მოახდინოს და ყველა შოკში ჩააგდოს. ეს არის ბრძოლა, რომელიც დგომში წარიმართება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ორივეს შეუძლია მოგება და თეთრ სახლში ჩხუბი ჯასტინისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

გეიჯი ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე, საკუთარ სამშობლოში იჩხუბებს და ვნახოთ, რა მოხდება. ეს ორთაბრძოლა მსუბუქი წონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი თეთრი სახლის ტურნირზე ოფიციალურად დადასტურდა. ღონისძიება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო“ | კვარას ინტერვიუ
„ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო“ | კვარას ინტერვიუ