შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

გადამწყვეტი სამქულიანი და რეკორდი | გილჯეს-ალექსანდერის სუპერმატჩი

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერმა, შეი გილჯეს-ალექსანდერმა „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩი გაიბრწყინა - მოქმედმა ჩემპიონმა 129:126 მოიგო, გადამწყვეტი სამქულიანი კი შეხვედრის დასრულებამდე 3.3 წამით ადრე სწორედ კანადელმა გამთამაშებელმა ჩააგდო.

გილჯეს-ალექსანდერმა 35 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა (პირადი რეკორდი) დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ „დენვერთან“ მატჩი იყო ზედიზედ 126-ე, რომელშიც კანადელმა 20+ ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით გილჯეს-ალექსანდერმა უილტ ჩემბერლენის რეკორდული სერია გაიმეორა (1961-1963 წლები).

აქვე გეტყვით, რომ „ოკლაჰომა“ 51 მოგებითა და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა და მომდევნო მატჩში 13 მარტს „ბოსტონ სელტიქსს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 13 ქულა და 7 მოხსნა | ტორონტომ დალასს 30 ქულით მოუგო
მამუკელაშვილის 13 ქულა და 7 მოხსნა | ტორონტომ დალასს 30 ქულით მოუგო