ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუკა დი მარციო
Aa
Aa

„სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ ნაპოლიში ამას არ აკეთებდა“ - დი მარციომ კვარა დაიცვა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ თავის პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას „ბაიერნთან“ თამაშზე ისაუბრა და მისი „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

რას ამბობს დი მარციო:

„ხალხი იტყვის: საჭიროა დიდი ფიგურები, კონკრეტული მახასიათებლების მქონე მოთამაშეები. სერია A-ში გვყავდა ერთი ასეთი - ხვიჩა კვარაცხელია. „ბაიერნთან“ კვლავ ვიხილე „კვარადონა“: სიცრუეა, თითქოს ის „ნაპოლიში“ დაცვით ფაზაში ასე არ თამაშობდა. ლუჩანო სპალეტის დროს ის უკან, კუთხურის ალმამდეც კი ჩამოდიოდა. შესაძლოა, ამას ყოველთვის სტაბილურად არ აკეთებდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ვფიქრობ, მისი დაცვითი უნარები სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და შემდეგ უკვე ლუის ენრიკესთან სრულყოფილი გახდა.“

„დღეს, თამაშის იმ სტილით, რომელიც მას შეტევისა და სისწრაფეში შესვლის თავისუფლებას აძლევს, კვარაცხელიამ დაიბრუნა ის ბრწყინვალება, რომელიც ნეაპოლური პერიოდის ბოლოს ჰქონდა დაკარგული. რა თქმა უნდა, პსჟ-ს მხოლოდ ის არ ჰყავს: იქ არიან უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა - ყველა ისეთი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი, რომლებიც იდეალურია უმაღლეს სისწრაფეზე სათამაშოდ.“

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ქართველ შემტევს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნი“ 9-გოლიან თრილერში 5:4 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი კვარას პირობებში, ვარსკვლავური გუნდი გვეყოლებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩა გაიხსენეს
„ასეთი კვარას პირობებში, ვარსკვლავური გუნდი გვეყოლებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩა გაიხსენეს