ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ასეთი კვარას პირობებში, ვარსკვლავური გუნდი გვეყოლებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩა გაიხსენეს

ჩემპიონთ ლიგის ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც პარიზულმა გუნდმა 5:4 გაიმარჯვა, ნეაპოლში ხვიჩა კვარახელია გაიხსენეს. ცნობილმა ჟურნალისტმა, პაოლო ესპოზიტომ, რომელიც „ნაპოლის“ გულშემატკივარია, ხვიჩას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიძუნწის გამო, გუნდმა დიდი პოტენციალი დაკარგა.

რას ამბობს ესპოზიტო:

„სიმართლე უნდა ითქვას იმაზე, თუ რა მოხდა: აურელიო დე ლაურენტისმა სიძუნწე გამოიჩინა კვარაცხელიას მიერ „ნაპოლიში“ ჩატარებული ბრწყინვალე პირველი სეზონის შემდეგ, რადგან არ გაუზარდა ის მიზერული ხელფასი, რომელიც მაშინ ჰქონდა, როდესაც ფეხბურთში ჯერ კიდევ არავინ იყო და „ნაპოლისთან“ კონტრაქტს აწერდა ხელს“.

„დე ლაურენტისმა იმ კონტრაქტით გაიმაგრა პოზიცია და არ მისცა მას სრულიად სამართლიანი და დამსახურებული ხელფასი, რასაც ხვიჩა ითხოვდა. ამით, მან გაანაწყენა ფეხბურთელი და მისი გარემოცვა, რომლებმაც შემდეგ ტრანსფერი მოითხოვეს, რითაც მხარეებს შორის ისტორიაც დასრულდა. დღეს, ასეთი კვარას პირობებში, გვეყოლებოდა ვარსკვლავური „ნაპოლი“, რომელიც კიდევ რამდენიმე სკუდეტოს მოიგებდა და, რაც მთავარია, ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდა ჩემპიონთა ლიგაზე – რასაც დიდი ძალისხმევაც არ დასჭირდებოდა. დასანანია. სწორედ ეს არის ნეაპოლური ფეხბურთის უბადრუკობა“.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ქართველ შემტევს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნი“ 9-გოლიან თრილერში 5:4 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამდე ეს მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა შეძლო - ხვიჩას უნიკალური შედეგი
კვარამდე ეს მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა შეძლო - ხვიჩას უნიკალური შედეგი