ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია

Goal-მა პრესტიჟული ჯილდოს, ოქროს ბურთის საკუთარი რეიტინგი განაახლა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების დასრულების შემდეგ, Goal-მა ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში დაუფასა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ტოპ 10-ში შეიყვანა. ბოლო განახლების შემდეგ „კვარა“ ორი ადგილით დაწინაურდა (მე-11 იყო) და მეცხრე პოზიციას იკავებს.

„თუ ამ დრომდე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საუკეთესო ფეხბურთელს დავასახელებდით, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი აუცილებლად იქნებოდა. კვარაცხელიამ პლეიოფში 7 გოლი გაიტანა და მათ შორის რამდენიმე განსაცვიფრებელი დარტყმა იყო.

თუმცა მისი სათამაშო ფორმა მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლამ, ოქროს ბურთის რეიტინგში კვარაცხელიას საბოლოო პოზიციას, სავარაუდოდ, ზედა ზღვარი დაუწესა. მიუხედავად ამისა, თუ „კვარადონა“ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ბრწყინვალე თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, France Football-ის ტოპ 10-ისგან შორს ნამდვილად არ იქნება“, — წერს Goal.

გეტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელზე წინ დეკლან რაისი (მერვე), უსმან დემბელე (მეშვიდე), კილიან მბაპე (მეექვსე), ერლინგ ჰოლანდი (მეხუთე), ლუის დიასი (მეოთხე), ლამინ იამალი (მესამე), მაიკლ ოლისე (მეორე) და ჰარი კეინი (პირველი) არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია