გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA: ბითაძის ორლანდომ დეტროიტთან წააგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის ეტაპი გრძელდება. სერიის მეხუთე მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმაც“ - ფლორიდელები „დეტროიტ პისტონსთან“ დამარცხდნენ - 109:116.

გოგა ამჯერადაც სათადარიგო იყო და მხოლოდ 13:36 წუთი ითამაშა. ბითაძემ მატჩი 1 მოხსნითა და 2 დაფარებით დაასრულა.

მთავარი დაპირისპირება გუნდების ლიდერებმა შემოგვთავაზეს - პაოლო ბანკერომ 45 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, კეიდ კანინგემმა კი მას ასევე 45 ქულით, 4 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით უპასუხა. აღსანიშნავია ოსარ ტომპსონის 15 მოხსნაც.

ამ გამარჯვებით „დეტროიტმა“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა (2:3), თუმცა 2 მაისს „ორლანდო“ საკუთარ კედლებში საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფილადელფია ბოლომდე იბრძვის | სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო
ფილადელფია ბოლომდე იბრძვის | სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო