ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის 10 ქულა და ტორონტოს მარცხი კლივლენდთან

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის ეტაპი გრძელდება. სერიის მეხუთე მატჩში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 120:125 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15:26 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულის, 3 მოხსნისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. მამუკელაშვილმა 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ორჯერ ისროლა და ორივე ჯერზე ზუსტი იყო.

კანადელებს 25 ქულითა და 12 მოხსნით არ ჯეი ბარეტმა ულიდერა, ორმაგი დუბლი ჰქონდა სკოტი ბარნსაც (17 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა), ჯაკობე უოლტერმა კი 20 ქულა ჩააგდო.

რაც შეეხება „კლივლენდს“, 23-23 ქულითა და 9-9 მოხსნით დაასრულეს მატჩი ჯეიმს ჰარდენმა და ევან მობლიმ, ხოლო დონოვან მიტჩელის ანგარიშზე 19 ქულაა.

მამუკელაშვილის გუნდი სერიაში 2:3 მარცხდება და მომდევნო მატჩს საკუთარ კედლებში 2 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორ წელიწადში იოკიჩს შეუერთდება“ - შაკიმ ვემბანიამაზე ისაუბრა
„ორ წელიწადში იოკიჩს შეუერთდება“ - შაკიმ ვემბანიამაზე ისაუბრა