ჯოელ ემბიდი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი
Aa
Aa

ფილადელფია ბოლომდე იბრძვის | სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო

„ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ ბრძოლას აგრძელებს და „ბოსტონ სელტიქსს“ სტუმრად მოუგო. „კელტებს“ შანსი ჰქონდათ, სერია დაეხურათ და მომდევნო ეტაპის საგზური მოეპოვებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და 97:113 დამარცხდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი „ბოსტონის“ უპირატესობით წარიმართა. „სელტიქსმა“ საწყისი მეოთხედი 23:21, მეორე პერიოდი კი 34:29 მოიგო. მესამე მეოთხედში „ფილადელფიამ“ ანგარიში გაათანაბრა და გადამწყვეტი ბოლო თორმეტწუთეული არმოჩნდა, რომელშიც „სიქსერსმა“ მეტოქეს 17-ით მეტი ქულა ჩაუგდო — 28:11.

„ფილადელფიას“ რიგებში 33 ქულით, 4 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. ტაირიზ მაქსის 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ხოლო პოლ ჯორჯმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „ბოსტონის“ მხრიდან ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს — 24 ქულა, 16 მოხსნა. ჯეილენ ბრაუნმა 22 ქულა დააგროვა, პეიტონ პრიჩარდმა — 12.

ამრიგად, „ბოსტონი“ სერიას 3:2-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. სერიის მეექვსე მატჩს 1-ელ მაისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომდევნო 10 წელი გარემარბს ასე თამაშს მოსთხოვენ“ - ტროი დინი კვარაზე
„მომდევნო 10 წელი გარემარბს ასე თამაშს მოსთხოვენ“ - ტროი დინი კვარაზე