„მომდევნო 10 წელი გარემარბს ასე თამაშს მოსთხოვენ“ - ტროი დინი კვარაზე
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ტროი დინიმ, რომელიც ამჟამად CBS Sports-ის ექსპერტად მუშაობს, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მარცხენა გარემარბმა ზუსტად ისე უნდა ითამაშოს, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს.
მას გააქვს გოლები, აკეთებს საგოლე პასებს, მაგრამ ასევე დაცვაში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. გასული და მიმდინარე სეზონის კვარაცხელია მარცხენა გარემარბის ახალი მაგალითია“.
კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 14 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 10 გოლი და 5 საგოლე პასია (15 საგოლე მოქმედება). „ბაიერნთან“ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (9 საგოლე მოქმედება).
2024-25 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასე რომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე სეზონში თამაშობს.