იურგენ კლოპი რეალს არ გაწვრთნის| AS
იურგენ კლოპი მადრიდის „რეალს“ სათავეში არ ჩაუდგება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტი იყო.
თუმცა, გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდელები გერმანელი სპეციალისტის დანიშვნას აღარ განიხილავენ და ყურადღება სხვა კანდიდატებზე გადაიტანეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად კლოპს მომავალში გერმანიის ეროვნული ნაკრების ჩაბარება სურს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამასთან, ის პატივისცემით ეპყრობა იულიან ნაგელსმანს, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადრიდში კლოპის კანდიდატურა დღის წესრიგიდან მოიხსნა, ჟურნალისტი მანუ კარენიოც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად იურგენი Red Bull-ის ფეხბურთის მიმართულების გლობალური ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. გეტყვით ასევე,
კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა. გერმანელი „წითლებს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს 8 ტიტული მოაგებინა.