გადაწყვეტილია - რობერტო მარტინესი მუნდიალის შემდეგ პორტუგალიას დატოვებს
კონგოსთან მატჩის წინ, ცნობილი გახდა, რომ რობერტო მარტინესი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტი ივლისის ბოლოს ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს. გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას უკვე შეუდგა.
talkSPORT-ის ჟურნალისტის, ალექს ქრუკის ინფორმაციით, მარტინესს სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება სურს.
„როგორც გავიგე, კონტრაქტის გახანგრძლივება თავად მარტინესმა არ ისურვა. მას სურს სამწვრთნელო კარიერა კვლავ საკლუბო დონეზე გააგრძელოს — შესაძლოა პრემიერ ლიგაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში ან რომელიმე ძლიერი ეროვნული ნაკრების სათავეში.“
მარტინესის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააძლიერა ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუსთვისაც ბოლო დიდი საერთაშორისო ტურნირი იყოს.
ლეგენდარული თავდამსხმელი კარიერაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს და სწორედ ეს ჯილდო აკლია მის მდიდარ კოლექციას.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კონგოს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 17 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.