ნიკოლა იოკიჩი, შაკილ ონილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„ორ წელიწადში იოკიჩს შეუერთდება“ - შაკიმ ვემბანიამაზე ისაუბრა

„სან ანტონიო“ ერთ-ერთი პირველი კლუბი გახდა, რომელმაც NBA-ს პლეი ოფის საწყისი ეტაპი დაძლია, რაშიც ვიქტორ ვემბანიამას უდიდესი წვლილი მიუძღვის. 22 წლის ფრანგი კალათბურთელი გახდა ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც სერიის გადამწყვეტ მატჩში ერთდროულად 15-ზე მეტი ქულა, 10-ზე მეტი მოხსნა და 5-ზე მეტი დაფარება დააგროვა. ვემბიმ ამის გაკეთება „პორტლენდთან“ მატჩში შეძლო, რომელიც „სპურსმა“ სერიაში 4:1 დაამარცხა. ფრანგი კალათბურთელის თამაშით აღფროვანება ვერ დამალა შაკილ ონილმა და NBA-ს ლეგენდამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ორი წლის შემდეგ ვემბანიამას გვარს ნიკოლა იოკიჩთან ერთად ახსენებენ. ის ახლა მეორეა და მხოლოდ სერბს ჩამორჩება, მაგრამ ლიდერობამდე არცთუ ბევრი უკლია. ფრანგი ბრწყინვალე კალათბურთელია - შეუძლია როგორც დაცვის გამაგრება, ასევე შეტევები და ლამაზი მომენტების შექმნა. გარდა ამისა, გამოვარჩევდი მის გუნდურობასაც. მოკლედ ვემბანიამა არის ის მოთამაშე, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კალათბურთის რეგულარულად ყურება ისევ დამაწყებინა“.

ცნობისათვის, ვიქტორ ვემბანიამას და ნიკოლა იოკიჩის დაპირისპირება შესაძლოა სულ მალე ვიხილოთ, რადგან მეოთხედფინალში „სან ანტონიოს“ მეტოქე „მინესოტა“ – „დენვერის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფილადელფია ბოლომდე იბრძვის | სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო
ფილადელფია ბოლომდე იბრძვის | სიქსერსმა ბოსტონს სტუმრად მოუგო