დალას მავერიქსი, კუპერ ფლეგი, კონ კნუპელი
Aa
Aa

ჯორდანისა და ლებრონის გვერდით - კუპერ ფლეგი საუკეთესო ახალბედა გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო ახალბედად „დალას მავერიქსის“ კალათბურთელი, კუპერ ფლეგი დასახელდა.

19 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 412 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე 386 ქულით კონ კნუპელია (შარლოტ ჰორნეთსი), მესამეზე კი 96 ქულით ვი ჯეი ეჯკომბი (ფილადელფია სევენთი სიქსერსი).

საგულისხმოა, რომ ფლეგი და კნუპელი „დიუკის უნივერსიტეტში“ თანაგუნდელები იყვნენ. გამოკითხვაში მათ შედეგებს შორის სხვაობამ მხოლოდ 26 ქულა შეადგინა - ამაზე მცირე სხვაობა მხოლოდ 2021-22 წლებში სკოტი ბარნსსა (378) და ევან მობლის (363) შორის იყო.

საშუალოდ ფლეგი რეგულარულ სეზონში 21 ქულას. 6.7 მოხსნას, 4.5 შედეგიან გადაცემასა და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. „დალასის“ ფორვარდი გახდა მეორე ახალბედა მაიკლ ჯორდანის შემდეგ, რომელმაც თავის გუნდს ქულებში, მოხსნებში, შედეგიან გადაცემებსა და ჩაჭრებში ულიდერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფლეგზე ახალგაზრდა ასაკში საუკეთესო ახალბედას ჯილდო მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა მიიღო - ლებრონ ჯეიმსმა 2004 წელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო დაცვითი მოთამაშე - ვემბანიამა NBA-ის ისტორიაში შევიდა
საუკეთესო დაცვითი მოთამაშე - ვემბანიამა NBA-ის ისტორიაში შევიდა