მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

მაიკ ჯეიმსი გააძევეს | მარკოიშვილის მონაკომ ოლიმპიაკოსთან წააგო

მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკომ“ ევროლიგის პლეიოფში მეორე შეხვედრა დათმო. ფრანგები პირველ ნომრად განთესილ „ოლიმპიაკოსს“ ხვდებიან და მეორე მატჩში 30 ქულით განადგურდნენ — 64:94.

თამაშს სკანდალური ეპიზოდის გარეშე არ ჩაუვლია. მეორე მეოთხედში, „მონაკოს“ ლიდერი, მაიკ ჯეიმსი გააძევეს. ჯეიმსი მსაჯების მუშაობით იყო განრისხებული და პარკეტის დატოვებისას მათი მისამართით ფულის ამსახველი ჟესტი გააკეთა.

„ოლიმპიაკოსის“ რიგებში საუკეთესო ალექსანდარ ვეზენკოვი იყო — 21 ქულა. ევან ფურნიემ 16 ქულა დააგროვა, შაკილ მაკკისიჩის ანგარიშზე 11 ქულა იყო. „მონაკოს“ მხრიდან 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ სტრაზელმა, დიალომ და ჰეისმა გადალახეს — 10, 10 და 11 ქულა.

ცნობისთვის, „ოლიმპიაკოსი“ სერიაში 2:0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი 5 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 21:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მიზეზი არაა — ფაქტია“ | სიმონე ინძაგიმ პარი სენ-ჟერმენთან წაგებული ფინალი გაიხსენა
„ეს მიზეზი არაა — ფაქტია“ | სიმონე ინძაგიმ პარი სენ-ჟერმენთან წაგებული ფინალი გაიხსენა