„ყველაფერი სწორედ ასე მოხდა“ - მახაჩევი თოფურიასთან ჩაშლილ ბრძოლაზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ ქამრის პირველი დაცვისთვის მომზადება უკვე დაწყებული აქვს და ცნობილია ისიც, ვინ იქნება მისი მეტოქე.
„ზეპირი შეთანხმება არსებობს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ მიმიღია. უკვე დავიწყე მომზადება ამ ბრძოლისთვის, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“.
მახაჩევმა ასევე ისაუბრა იმაზე, რატომ ჩაიშალა მისი და ილია თოფურიას ჩხუბი, რომელიც თეთრ სახლში უნდა გამართულიყო.
„ამაზე ადრეც ვისაუბრე. დამირეკეს და დამიდასტურეს, რომ ეს ჩხუბი უნდა შედგეს. ზეპირი თანხმობა მივეცი, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე არ მისულა. მეორე დღეს ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ მეტოქემ დიდი ჰონორარი მოითხოვა, UFC-მ კი მას უარი უთხრა და რომ ეს საკითხი უკვე აღარაა აქტუალური“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს. „ელ მატადორის“ მეტოქე ამავე წონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი იქნება.