„გიჟური ბრძოლა იქნება, მაგრამ...“ - ოლივეირას პროგნოზი თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა და განაცხადა, რომ გამარჯვების უფრო დიდი შანსი ქართველ მებროლს ექნება.
რას ამბობს ოლივეირა:
„ყველა ამის შესახებ მეკითხება. ისინი ორივე ძლიერად ურტყამენ, ორივე ბოლომდე იხარჯება, ორივე შესანიშნავი მებრძოლია. გიჟური ბრძოლა იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, თოფურიას გამარჯვების გაცილებით დიდი შანსი აქვს. ის ბევრად უფრო ტექნიკური მებრძოლია, ვიდრე გეიჯი. გეიჯი დარტყმების გაცვლას არ ერიდება, ის გასანადგურებლად მიდის. თოფურია კი არის კაცი, რომელიც ნოკაუტზე ნადირობს, ის ნოკაუტს ეძებს. ასე რომ, მჯერა, ის გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს 15 ივნისს, თეთრი სახლის ივენთზე დაუპირისპირდებიან.