ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | ვის აქვს ყველაზე კარგი შანსი Opta-ს მიხედვით
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „პარკ დე პრენსზე“ „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა, ხოლო „ატლეტიკოსა“ და „არსენალის“ დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლენილა — 1:1.
განმეორებითი მატჩების წინ, Opta-მ ფინალში გასვლის ფავორიტები დაასახელა. სტატისტიკური პორტალის მიხედვით, ყველაზე კარგი შანსი „არსენალს“ აქვს — 69.17%; შესაბამისად, „ატლეტიკოს“ გასვლის ალბათობა 30.83 პროცენტით ფასდება. მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენი“ იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდს 61.52-პროცენტიანი შანსი აქვს, „ბაიერნს“ — 38.48%.
Opta-ს მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი „არსენალია“ — 34.90 პროცენტი, თუმცა ლონდონელებთან ძალიან ახლოსაა პსჟ — 32.25%. მესამე ადგილზე „ბაიერნი“ იმყოფება — 22.67 პროცენტი, ხოლო „ატლეტიკო“ მეოთხეზეა — 10.18%.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 5 და 6 მაისს გაიმართება. ხუთში „არსენალი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ექვსში „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრას ვიხილავთ. თამაშები 23:00-ზე დაიწყება.