ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ამ შემთხვევაში, ოქროს ბურთის მოგების რეალური პრეტენდენტი იქნება“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, იური სიომინმა, ხვიჩას მიერ ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა.

რას ამბობს სიომინი:

„ხვიჩა უკვე იყო ამ ჯილდოს პრეტენდენტი. წელს, ალბათ, უფრო ნაკლები ტიტული ექნება, ვიდრე მის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონში. თუმცა ახლა ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე ადრე. ვფიქრობ, ის „ოქროს ბურთის“ რეალური პრეტენდენტია იმ შემთხვევაში, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.“

მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით გამორჩეულ სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე ატარებს, სადაც 14 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე
„შეუჩერებელი, სტაბილური, ფენომენალური!“ - ევროპული მედია ხვიჩას თამაშზე